გაიღე ძველი ნივთები

ყველას გვაქვს ნივთები, რომლებიც უბრალოდ აღარ გვჭირდება, იქნება ეს ძველი ტანსაცმელები, წიგნები, ავეჯი თუ სხვა. ნივთები, რომლებიც უბრალოდ აღარ მოგვწონს ან/და უბრალოდ ახლით ჩავანაცვლეთ.
ის რაც შენ აღარ გჭირდება და სახლში, რომელიღაც უჯრაში ან კარადაში უკვე წლებია უფუნქციოდ გაქვს შენახული, სხვისთვის შესაძლოა ძალიან საჭირო იყოს.
არაფერი იმაზე კარგი შეგრძნება, როცა იცი, რომ ვიღაცას დაეხმარე; რომ ნივთი, რომელიც შენ არ გჭირდებოდა, ახლა სხვის ხელებშია; რომ ის ამით ძალიან გაახარე!
ასოციაცია “ქართველები საფრანგეთში” რეგულარულად აგროვებს ასეთ ნივთებს, რომლებიც იგზავნება საქართველოშ და ჩვენს გაჭირვებულ თანამოქალაქეებს ურიგდებათ.
  თუ გაქვს სახლში ძველი ნივთები, რომლებსაც აღარ იყენებ და მზად ხარ, ისინი ქველმოქმედებას გადასცე, დაგვიკავშირდი. 
ka_GEქართული