შემოწირულობები

ასოციაციას “ქართველები საფრანგეთში” უამრავი საქველმოქმედო პროექტი აქვს განხორციელებული. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ასოციაციის წევრების მიერ გაღებული გულუხვი შემოწირულობები.

ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს, რომ ჩაერთოს ასოციაციის საქველმოქმედო საქმიანობაში თანხის შემოწირვით. აღნიშნული თანხა მოხმარდება ამა თუ იმ საქველმოქმედო პროექტის წარმატებით განხორციელებას. მიღებულ ფინანსებს ჩვენ რიგ შემთხვევაში პირდაპირ გადავცემთ ბენეფიციარებს, ხშირ შემთხვევებში კი ვყიდულობთ საჭირო ნივთებს, იქნება ეს ტანსაცმელი, საკვები თუ ყოველდღიური გამოყენების სხვა და სხვა ნივთები.

თანხა, რომელიც ჩვენთვის უმნიშვნელოა, შესაძლოა სხვისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. საერთო ძალისხმევით შეგროვებული უმნიშვნელო თანხები კი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, ცხოვრება, ერთი დღე ან სულაც რამოდენიმე წუთი გავულამაზოთ იმათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

თანხის შემოწირვა შესაძლებელია სამი გზით:

გადარიცხვა საბანკო ტრანსფერით – ინტერნეტ ბანკის, ან თქვენი ბანკის ფილიალში მისვლით მარტივად რიცხვათ თანხას ასოციაციის ანგარიშზე.

ჩეკის გამოწერით – გამოწერთ სასურველი თანხის ოდენობის ჩეკს ასოციაციის სახელზე და ფოსტით გამოგვიგზავნით მას.

ონლაინ გადარიცხვით – ინტერნეტით, სახლიდან გაუსვლელად, სულ რამოდენიმე წუთში გადარიცხვის პლატფორმით “PayPal” საშუალებით, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი სახის პლასტიკური ბარათის გამოყენება.

 

 

 

ka_GEქართული